Zingfa QR3-90 ჰერმეტული კომპრესორი – 4 HP, R404A, სამფაზა 380 V, 11.300 W
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Zingfa
- პროდუქტის კოდი: QR3-90
Zingfa QR3-90 არის 4 HP ჰერმეტული პორშნევოი კომპრესორი დადებით ტემპერატურაზე მომუშავე სავაჭრო სამაცივრო სისტემებისთვის: სამაცივრე კამერები, ხილ-ბოსტნეულის საწყობები, სასმელებისა და სავიტრინო მაცივრები. მუშაობს R404A ფრეონზე. ცილინდრის მოცულობაა 90,2 cm³, გაგრილების სიმძლავრე კი +7,2 °C აორთქლების / +54,5 °C კონდენსაციის პირობებში 11.300 W (38.556 BTU/h). კვება: 380-400 V სამფაზა. კონდენსატორი და რელე არ სჭირდება.
R404A ფრეონზე მომუშავე 4 HP სამფაზა პორშნევოი კომპრესორი დადებითი ტემპერატურის სამაცივრე კამერებისა და სავაჭრო მაცივრებისთვის
QR3 სერიას აწარმოებს Zhejiang Ankang (Xingfa). სერია შექმნილია საშუალო და მაღალი უკუწნევის (M/HBP) გამოყენებისთვის და მუშაობს −30 … +10 °C აორთქლების დიაპაზონში. კომპრესორს იცავს ჩაშენებული ძრავის თერმული დამცავი და ჩაშენებული წნევის გამომშვები სარქველი. აქვს ხრახნიანი (rotalock) შეწოვისა და დაჭირხნის მიერთებები, ზეთის დონის სმოტროვოე სტეკლო და კარტერის ტენის მიერთება.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და აღჭურვილობა
- მარკა / მოდელი: Zingfa QR3-90 · მწარმოებელი Zhejiang Ankang (Xingfa)
- ფრეონი: R404A
- გამოყენება: M/HBP (საშუალო/მაღალი უკუწნევა) · აორთქლება −30 … +10 °C · კონდენსაცია +30 … +60 °C
- ცილინდრის მოცულობა: 90,2 cm³ · ბრუნი 2.900 ბრ/წთ
- ძრავა: 3 ფაზა, 2-პოლუსიანი · ჩაკეტილი როტორის დენი (LRA) 55 A · ნომინალური სამუშაო დენი 7,3 A · გრაგნილის წინაღობა 3,6 Ω (25 °C) · იზოლაციის კლასი F
- კვება: 380-400 V / 3~ / 50 Hz (460 V / 3~ / 60 Hz) · კონდენსატორი და რელე არ სჭირდება
- დაცვა: ჩაშენებული ძრავის თერმული დამცავი · ჩაშენებული წნევის გამომშვები სარქველი
- ზეთი: POE, ISO VG 32, 2.000 ml · ზეთის დონის სმოტროვოე სტეკლო
- მიერთებები: შეწოვა 1 3/4"-12 UNF · დაჭირხნა 1 1/4"-12 UNF (rotalock) · სერვისის (პროცესის) მილი Ø7 mm
- ზომები: სიმაღლე 398 mm · ძირი 320 × 225 mm
- მონტაჟი: 4 ნახვრეტი (190,5 × 190,5 mm) · 4 რეზინის საყრდენით
- წონა: 46 kg (ზეთის ჩათვლით) · ხმაური ≤ 65 dB(A) · დაცვის კლასი IP21
- წნევის ზღვრები: მაღალი მხარე მაქს. 3,2 MPa · დაბალი მხარე მაქს. 2,0 MPa · დაჭირხნის ტემპერატურა ≤ 125 °C
ნომინალური მახასიათებლები
+7,2 °C აორთქლება / +54,5 °C კონდენსაცია (შეწოვის აირი 35 °C, გადაცივება 8,3 K, გარემო 35 °C): 11.300 W (38.556 BTU/h) გაგრილების სიმძლავრე, 4.600 W მოხმარებული სიმძლავრე, COP 2,46. აორთქლების ტემპერატურის კლებასთან ერთად სიმძლავრე მცირდება, ამიტომ კომპრესორი კამერის სამიზნე ტემპერატურის მიხედვით შეარჩიეთ.
- ⚡ სამფაზა მიერთება: კომპრესორი დიდხანს არ უნდა იმუშაოს უკუმიმართულებით. შეამოწმეთ ფაზების თანმიმდევრობა და ფაზის კონტროლის რელე. სისტემას უნდა ჰქონდეს დაცვა წნევის, ტემპერატურის, ზეთის დაბრუნების, გადატვირთვის დენისა და ფაზის გაუმართაობის მიმართ.
- 🔧 გაშვება: სისტემის ვაკუუმირება კომპრესორით არ ხდება. კომპრესორი არ უნდა ჩაირთოს ფრეონის დამუხტვამდე ან ვაკუუმის ქვეშ. ფრეონი უნდა დაიმუხტოს მოშორებული დამუხტვის წერტილიდან და არა კომპრესორთან ახლოს მდებარე შეწოვის/დაჭირხნის ხაზიდან. მიერთების საცობების მოხსნიდან მონტაჟი 15 წუთში უნდა დასრულდეს.
- 🌡️ კარტერის ტენი: გაჩერებისას ფრეონის მიგრაციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კარტერის ტენი (45 W). ის უნდა ჩაირთოს პირველ გაშვებამდე ან ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ გაშვებამდე 12 საათით ადრე. სითხის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად შეინარჩუნეთ შეწოვის ხაზის გადახურება (superheat).
- ⏱️ მუშაობის რეჟიმი: ზეთის დონის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მინიმუმ 10 წუთი უწყვეტი მუშაობა და ჩართვა-გამორთვებს შორის მინიმუმ 3 წუთიანი პაუზა. მუშაობისას დახრა 15°-ს არ უნდა აღემატებოდეს.
Yukleniyor...