Value VE 125N ვაკუუმ-ტუმბო – ერთსაფეხურიანი, 1/4 HP, 70 ლ/წთ (2,5 CFM), 150 მიკრონი | კონდიციონერისა და მაცივრისთვის
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Value
- პროდუქტის კოდი: 46.01.125
286,60 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 238,83 ₾
Value VE 125N ვაკუუმ-ტუმბო ერთსაფეხურიანი ვაკუუმ-ტუმბოა. იგი გამოიყენება კონდიციონერის მონტაჟისა და სამაცივრო სერვისის დროს, ფრეონის დამუხტვამდე კონტურიდან ჰაერისა და ტენის ამოსაქაჩად. 1/4 HP ძრავით 50 Hz-ზე იძლევა 70 ლ/წთ (2,5 CFM) ნაკადს და აღწევს 150 მიკრონ საბოლოო ვაკუუმს. სამუშაო პრაქტიკაში მას VE125N სახელითაც ეძებენ.
2,5 CFM ერთსაფეხურიანი ვაკუუმ-ტუმბო კონდიციონერის მონტაჟისა და სამაცივრო სერვისისთვის
მას VE 115N-ის იდენტური კომპაქტური კორპუსი აქვს (290 × 124 × 224 მმ). უფრო მაღალი წარმადობის წყალობით კი იმავე კონტურს უფრო მოკლე დროში ავაკუუმებს. 7,1 კგ წონის გამო ადვილად გადააქვთ სამუშაო ჩანთით. Value VE-N სერიის ერთიანი კორპუსის კონსტრუქცია, ზეთის იძულებითი ცირკულაცია და ზეთის დიდი სმოტროვოე სტეკლო ამარტივებს ზეთის დონის კონტროლს მუშაობის დროს.
ტექნიკური მახასიათებლები (Value-ს ოფიციალური მონაცემები)
- მარკა / მოდელი: Value VE 125N (VE-N სერია)
- ტიპი: ერთსაფეხურიანი როტორულ-ფირფიტოვანი ვაკუუმ-ტუმბო
- ნაკადი: 70 ლ/წთ (2,5 CFM) @ 50 Hz · 84 ლ/წთ (3,0 CFM) @ 60 Hz
- საბოლოო ვაკუუმი: 150 მიკრონი (სრული წნევა) · 2 Pa (ნაწილობრივი წნევა)
- ძრავის სიმძლავრე: 1/4 HP
- კვება: 220 V, 50 Hz
- შემწოვი მიერთება: 1/4" SAE
- ზეთის მოცულობა: 250 მლ
- ზომები: 290 × 124 × 224 მმ
- წონა: 7,1 კგ
გამოყენების სფეროები
- სპლიტ, კოლონური და არხული კონდიციონერების მონტაჟისას კონტურის ვაკუუმირება
- მაცივრების, ვიტრინა-მაცივრებისა და წყლის დისპენსერების სერვისისას ვაკუუმირება ფრეონის დამუხტვამდე
- მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო სამაცივრო კონტურები
- ეპოქსიდური და სილიკონის ფორმების ჩამოსხმისას ჰაერის ბუშტების მოცილება
მასტერის რჩევები
- ზეთის კონტროლი: ყოველი სამუშაოს წინ სმოტროვოე სტეკლოში შეამოწმეთ ზეთის დონე და ფერი. მღვრიე ან ქაფიანი ზეთი ნიშნავს, რომ ზეთმა ტენი შეიწოვა. ზეთის შეცვლის გარეშე ტუმბო 150 მიკრონამდე ვერ ჩავა.
- შლანგი და მიერთება: გამოიყენეთ მოკლე და დიდი კვეთის ვაკუუმის შლანგი. წვრილი და გრძელი შლანგი ამცირებს წარმადობას და ახანგრძლივებს ვაკუუმირების დროს.
- გაზომეთ ვაკუუმი: შეამოწმეთ მიკრონებში მზომი ციფრული ვაკუუმმეტრით. კონდიციონერებისა და სამაცივრო კონტურებისთვის მიზნობრივი მნიშვნელობა, როგორც წესი, 500 მიკრონზე დაბალია. ტუმბოს გამორთვის შემდეგ ასევე დააკვირდით, რომ მაჩვენებელი არ იზრდებოდეს.
- გამორთვის თანმიმდევრობა: ჯერ დახურეთ კონტურის მხარეს ვენტილი ან მოხსენით შლანგი, შემდეგ გააჩერეთ ტუმბო. ეს ხელს უშლის ზეთის შლანგში უკან გადასვლას.
- სიფრთხილე აალებად აირებთან: R32-ისა და R290-ის მსგავსი აალებადი ფრეონის მქონე სისტემებში უპირატესობა მიანიჭეთ უნაპერწკლო (ex-proof) ვაკუუმ-ტუმბოს.
Yukleniyor...