Vaillant turboTEC, Saunier Duval, Protherm კატიოლის ჰაერის პრესოსტატი 80/68 Pa – Huba 605.99E27, 0020041905
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Huba Control AG
- პროდუქტის კოდი: HC020
Huba Control 605.99E27 ჰაერის პრესოსტატი (ჰაერის წნევის რელე) ჰერმეტულ კატიოლებში საკვამლე მილის წევის მაკონტროლებელი დამცავი ნაწილია. ის კონტაქტს არ კეტავს, სანამ ვენტილატორი არ ამუშავდება და საკვამლე ხაზში საკმარის ვაკუუმს არ შექმნის. ამ დადასტურების გარეშე პლატა გორელკას არ ანთებს. სწორედ ეს ნაწილი უშლის ხელს აპარატს, იმუშაოს დახშული საკვამლე მილით ან გაჩერებული ვენტილატორით.
გადართვის მნიშვნელობაა 80/68 Pa. კორპუსზე დატანილი საწარმოო კოდია 60010102. Vaillant Group-ის მხრიდან ორიგინალი Huba შესაბამისობაა 605.99561.
რას ნიშნავს 80/68 Pa?
- 80 Pa — გადართვის ზედა წერტილი. როცა ვენტილატორის ვაკუუმი ამ მნიშვნელობას მიაღწევს, კონტაქტი ირთვება და პლატა ანთების დადასტურებას იღებს.
- 68 Pa — ქვედა წერტილი. თუ ვაკუუმი ამ მნიშვნელობაზე დაბლა ჩამოვა, კონტაქტი ითიშება და კატიოლი გაზს კეტავს.
- მათ შორის 12 Pa სხვაობა (ჰისტერეზისი) განზრახაა. ის ქარისა და საკვამლე მილში რყევის დროს ხელს უშლის კონტაქტის განუწყვეტელ ჩართვა-გამორთვას, ანუ აპარატის ზედიზედ ბლოკირებასა და რესეტს.
გადართვის წერტილი მხოლოდ ქარხანაში რეგულირდება. ნაწილზე რეგულირება შეუძლებელია. ამიტომ "ახლო" Pa მნიშვნელობის პრესოსტატი არ გამოდგება.
🚨 შეკვეთამდე: აუცილებლად წაიკითხეთ Pa მნიშვნელობა
Huba 605 სერიის ყველა Pa საფეხური გარედან ზუსტად ერთნაირად გამოიყურება — კორპუსის ზომა, Ø6,2 mm შლანგის შტუცერები და 3 ფასტონის კონტაქტი ყველაში ერთნაირია. ანუ არასწორი მნიშვნელობის ნაწილი მექანიკურად ჯდება, მაგრამ აპარატი არ მუშაობს. შეკვეთა მიეცით არა ფოტოს მიხედვით, არამედ მოხსნილი ნაწილის კორპუსზე მითითებული Pa მნიშვნელობის მიხედვით.
ამ პროდუქტთან ყველაზე ხშირად აღრეული მნიშვნელობები:
- 85/70 Pa — ECA Calora და ECA Proteus ამ მნიშვნელობას იყენებს და არა 80/68-ს. ეს ნაწილი მათ არ ერგება.
- 84/72 Pa — გამოიყენება ECA-ს DICOM პლატიან მოდელებში. სხვაობა მხოლოდ 4 Pa-ია, კორპუსი იგივეა.
- 60/50 Pa — Ariston Clas / Genus / Egis ჯგუფის მნიშვნელობა.
- 74/64 Pa — Buderus Logamax U072.
- 90/70 · 105/90 · 110/98 Pa — ზედა საფეხურები. თუ რომელიმე მათგანი დაყენდა, ვენტილატორი ბრუნავს, მაგრამ ვაკუუმი ზღვარს ვერ აღწევს. კატიოლი საერთოდ არ ანთებს და მუდმივად საკვამლე მილის შეცდომას აჩვენებს.
არასწორი Pa მნიშვნელობის შედეგი
- უფრო მაღალი მნიშვნელობის დაყენებისას ვენტილატორი ამ ვაკუუმს ვერ ქმნის და კონტაქტი საერთოდ არ იკეტება: ვენტილატორი ბრუნავს, ანთება არ ხდება, აპარატი საკვამლე მილის დაცვაზე გადადის და იბლოკება.
- უფრო დაბალი მნიშვნელობის დაყენებისას უსაფრთხოების მარაგი იკარგება. საკვამლე მილის ნაწილობრივი დახშობისასაც კი კონტაქტი ჩაკეტილი რჩება და კატიოლი მუშაობას აგრძელებს — ჩნდება წვის პროდუქტების შენობაში გაჟონვის რისკი. ნაწილის ერთადერთი ფუნქცია — დაცვა — გათიშული აღმოჩნდება.
თავსებადი მოდელები
| მარკა | მოდელი / სერია | კოდი |
|---|---|---|
| Vaillant | turboTEC plus (VU 112/3-5 … VU 362/5-5 · VUW 202/3-5 … VUW 362/5-5) · turboTEC pro (VUW 202/5-3 · 242/5-3 · 282/5-3) · turboTEC exclusiv (VU 105/4-7 · VU 255/4-7 · VUW 255/4-7) | 0020041905 |
| Saunier Duval | Themaclassic F 24 E · F 24 E1 · F 25 E · F AS 24 (E) · F AS 25 (E) · Thematek 2 F 24-A · Thematek F 24 E BT 3S · Thematek SF 24 E · Micra 3 24 SE · 24 SE-A · 25 SE SB · Combitek F 24 3S · F 24 E · Thesi 3 25 SE | S1008900 |
| Protherm | Panther 24 KTO/18 · 24 KTOR18 · 24 KTV/18 · 24 KTVR18 · 25 KTO/19 · 25 KTV/19 · 35 KTO20 · 35 KTV20 | 2000801921 |
| Glow-worm | 18si · 24ci | 2000801921 (801921) |
| ECA | Confeo Plus — იხ. შენიშვნა ქვემოთ | 7006901402 |
🪤 ყურადღება Vaillant-ის შემთხვევაში: ეს ნაწილი ეკუთვნის მხოლოდ turboTEC (ჰერმეტულ/ვენტილატორიან) სერიას. ecoTEC (კონდენსაციურ) და atmoTEC (საკვამლე მილიან) მოდელებში არ გამოიყენება.
🪤 ყურადღება ECA-ს შემთხვევაში: ECA-ს საკუთარ სათადარიგო ნაწილების სიაში კოდი 7006901402 სხვა Huba შეკვეთის ნომრით (605.99675) ფიგურირებს და ამ სტრიქონში Pa მნიშვნელობა მითითებული არ არის. ECA Calora და Proteus იყენებს 85/70 Pa-ს, DICOM პლატიანი მოდელები — 84/72 Pa-ს. ECA-ს აპარატისთვის შეკვეთამდე წაიკითხეთ მოხსნილ ნაწილზე მითითებული Pa მნიშვნელობა. თუ 80/68 არ წერია, ეს ნაწილი არ ერგება.
გაუმართაობის ნიშნები და შეცდომის კოდები
- ვენტილატორი ბრუნავს, მაგრამ ანთება არ ხდება. ყველაზე ტიპური ნიშანი — პლატა პრესოსტატიდან დადასტურების სიგნალს ვერ იღებს.
- პერიოდული ბლოკირება და რესეტი. შესაძლოა კონტაქტები დაჟანგულია ან მიეწება.
- რელედან "ჩხაკ-ჩხაკ" ხმა და ალის ციმციმი. ვაკუუმი ზღვრულ მნიშვნელობაზეა, კონტაქტი არასტაბილურია.
- ქარიან ამინდში გაუმართაობა, მშვიდ ამინდში — უპრობლემოდ. ეს ნიშნავს, რომ მემბრანა დაიღალა.
| მარკა | კოდი | მნიშვნელობა |
|---|---|---|
| Vaillant turboTEC | F.33 | ჰაერის პრესოსტატის / ვენტილატორის ჰაერის ნაკადის შეცდომა — ამ ნაწილის ძირითადი კოდი |
| Vaillant | F.32 | ვენტილატორის ბრუნი / ჰოლის დატჩიკი — პრესოსტატი არ არის, ამ კოდის დროს ნაწილის შეცვლა პრობლემას არ წყვეტს |
| Protherm | F.33 · CC | ვენტილატორის წნევის აღქმა · პრესოსტატისა და საკვამლე მილის დატჩიკის კავშირი |
| ECA | C1 · C4 · C6 | პრესოსტატის კონტაქტის შეცდომა · კონტაქტი არ იხსნება · კონტაქტი ღია რჩება |
| ECA Confeo Plus | 24 | პრესოსტატის / ვენტილატორის წრედის შეცდომა |
🪤 ECA Proteus Plus Blue-ს F5 კოდიც ჰაერის წნევის დატჩიკზე მიუთითებს, მაგრამ ეს აპარატი 85/70 Pa-ს იყენებს — მხოლოდ F5-ის დანახვის გამო ეს ნაწილი არ შეიძინოთ.
როგორ შევამოწმოთ ადგილზე?
პირველ რიგში მოწმდება შლანგები: ბზარი, გამაგრება, ჭვარტლით ან კონდენსატით დახშობა, მიერთების ადგილებში მოშვება. საკვამლე მილის ტერმინალის დახშობაც იგივე ნიშანს იძლევა. თუ შლანგები გამართულია, იზომება პრესოსტატი:
- ტესტერი გადაიყვანება უწყვეტობის (ხმოვან) ან ომის რეჟიმში.
- ვენტილატორის გაჩერებისას ზონდები ედება საერთო გამომყვანსა და ღია კონტაქტს — ხმა არ უნდა ისმოდეს.
- შლანგის შტუცერიდან პირით მსუბუქად ისრუტება ჰაერი (არ ჩაბეროთ) — შიგნიდან უნდა გაისმას "ჩხაკ" ხმა.
- ამავდროულად ტესტერმა უნდა დაიწკრიალოს და წინაღობა ნულთან ახლოს უნდა აჩვენოს. შეწოვის შეწყვეტისთანავე ხმა უნდა გაქრეს.
შედეგი: თუ "ჩხაკ" საერთოდ არ ისმის, მემბრანა გახეულია. თუ "ჩხაკ" ისმის, მაგრამ ტესტერი არ წკრიალებს, კონტაქტები დამწვარია. ორივე შემთხვევაში ნაწილი იცვლება.
🚨 არ მიაწოდოთ კომპრესორით შეკუმშული ჰაერი და ძლიერად არ ჩაბეროთ — ეს მემბრანას სამუდამოდ ხევს. ტესტი მხოლოდ პირით, მსუბუქი შეწოვით ტარდება.
P1 და P2 შტუცერები — შლანგები ადგილებს არ უნდა შეეცვალოს
- P1 — უფრო მაღალი წნევის (ან ნაკლები ვაკუუმის) მხარე; კატიოლში ატმოსფეროს/საბაზისო გამომყვანი.
- P2 — უფრო დაბალი წნევის (უფრო მაღალი ვაკუუმის) მხარე; უერთდება ვენტილატორის შეწოვის მხარეს, ვენტურის უარყოფით გამომყვანს.
თუ ვაკუუმის შლანგი შეცდომით P1-ზე დაყენდა, მემბრანა საპირისპირო მიმართულებით იწევა და კონტაქტი საერთოდ არ ირთვება; აპარატი არ მუშაობს. მექანიკური დაზიანება არ ხდება, მაგრამ ეს არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როცა ჰგონიათ, რომ "ახალი ნაწილი წუნდებული მოვიდა". მოხსნამდე მონიშნეთ შლანგები და პრესოსტატი დააყენეთ ორიგინალი მონტაჟის მიმართულებით.
ტექნიკური მახასიათებლები
| მწარმოებელი / კოდი | Huba Control — 605.99E27 (Vaillant Group-ის შესაბამისობა 605.99561) |
| გადართვის მნიშვნელობა | 80/68 Pa |
| კონტაქტის სისტემა | გადამრთველი (changeover), 3 ფასტონის კონტაქტი |
| ელექტრული პარამეტრები | 1 (0,5) A / 250 V AC |
| მაქსიმალური წნევა | 1.500 Pa (85–110 °C) · 5.000 Pa (85 °C-ზე დაბლა) |
| ტემპერატურის კლასი | T110 · სამუშაო −30 … +110 °C |
| კორპუსი | მინაბოჭკოთი გაძლიერებული პოლიკარბონატი |
| შლანგის შტუცერი | Ø6,2 mm — P1 და P2 |
| მარკირება | CE 0085 26 · UKCA 0086 26 |
| საწარმოო კოდი | 60010102 STANDART |
ტექნიკური დოკუმენტაცია: Huba Control 605 სერიის datasheet (PDF, ინგლისურად)
Yukleniyor...