კატეგორიები
კატეგორიები
კალათა
თქვენი შოპინგის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ კანონმდებლობის შესაბამის ქუქი-ფაილებს (cookies). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქუქიების პოლიტიკის გვერდზე.
HVAC ვენტილის ნიპელის მოხსნისა და დაყენების ინსტრუმენტი

  • მარაგი: მარაგშია
  • ბრენდი: Hengsen
  • პროდუქტის კოდი: 01 41 181
52,53 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 43,77 ₾
სწრაფი გაგზავნა
გაგზავნა თურქეთიდან საერთაშორისო კურიერით (დეტალები მიწოდების გვერდზე)
უსაფრთხო შოპინგი
თქვენი ბარათის მონაცემებს ვერავინ ხედავს, ჩვენი თანამშრომლების ჩათვლით.
მიწოდება
შეღავათიანი მიწოდების ღირებულება გამოითვლება კალათაში.

Hengsen HS-1430 ნიპელის მოხსნისა და დაყენების ინსტრუმენტი გამოიყენება კონდიციონერებისა და სამაცივრო სისტემების სერვისის ვენტილებში ნიპელის (Schrader-ის სარქვლის გულის) მოსახსნელად და დასაყენებლად სისტემიდან ფრეონის გამოშვების გარეშე. ერგება 1/4 დიუმიან და ადაპტერით 5/16 დიუმიან (R410A, R32) სერვისის პორტებს.

კორპუსზე არსებული შაროვოი კრანი ნიპელის ამოღებისას სისტემის წნევას აკავებს. ნიპელის მოხსნის შემდეგ გვერდითი მიერთების პორტიდან შესაძლებელია ვაკუუმირება ან ფრეონის დამუხტვა; ნიპელის გარეშე ხაზში ვაკუუმი გაცილებით სწრაფად იქმნება. იგივე მეთოდი გამოიყენება გაჟონვადი, გაჭედილი ან დაზიანებული ნიპელების შესაცვლელადაც.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. გახსენით ინსტრუმენტის შაროვოი კრანი და ღერო ბოლომდე უკან გამოწიეთ.
  2. ინსტრუმენტი სერვისის ვენტილს ხელით მოუჭირეთ; 5/16 დიუმიან პორტებზე გამოიყენეთ ადაპტერი.
  3. ღერო წინ გასწიეთ, მისი ბოლო ნიპელზე მოარგეთ და საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოტრიალებით მოხსენით ნიპელი.
  4. ღერო ნიპელთან ერთად ბოლომდე უკან გამოწიეთ და დაკეტეთ შაროვოი კრანი.
  5. ღეროს თავაკის მოშვებით ამოიღეთ ნიპელი. ამ დროს სისტემის წნევას შაროვოი კრანი აკავებს.
  6. ნიპელის დაყენებისას ოპერაცია შებრუნებული თანმიმდევრობით შეასრულეთ: ნიპელი ღეროზე დაამაგრეთ, გახსენით კრანი, ღერო წინ გასწიეთ და ნიპელი საათის ისრის მიმართულებით მოუჭირეთ.

ტექნიკური მახასიათებლები

  • მარკა / მოდელი: Hengsen HS-1430
  • მიერთება: 1/4 დიუმი SAE, ადაპტერით 5/16 დიუმი SAE
  • კორპუსი: თითბერი, შაროვოი კრანით
  • გვერდითი პორტი: 1/4 დიუმი SAE (ვაკუუმის / დამუხტვის მიერთება)
  • თავსებადი ფრეონები: R22, R134a, R404A, R407C, R410A, R32
  • შესაბამისობა: CE

კომპლექტაცია

  • შაროვოი კრანიანი ინსტრუმენტის კორპუსი
  • ნიპელის მოსახსნელი ღერო
  • 5/16 დიუმიანი ადაპტერი
  • თავსახური

ხშირად დასმული კითხვები

შესაძლებელია თუ არა ნიპელის შეცვლა ფრეონის გამოშვების გარეშე?

დიახ. ინსტრუმენტის სერვისის ვენტილზე მიერთების შემდეგ ნიპელი შაროვოი კრანის უკან გამოიწევა და ამოიღება; ფრეონი სისტემაში რჩება.

გამოიყენება თუ არა R410A და R32 კონდიციონერებზე?

დიახ. ამ სისტემების 5/16 დიუმიანი სერვისის პორტებისთვის გამოიყენება კომპლექტში შემავალი ადაპტერი.

რატომ იქმნება ვაკუუმი უფრო სწრაფად ნიპელის მოხსნის შემდეგ?

ნიპელი სერვისის პორტში გასასვლელს ავიწროებს. მისი მოხსნისა და გვერდითი პორტიდან ვაკუუმირებისას ხაზი უფრო დიდი კვეთით იცლება და დრო მცირდება.

Muhammet ali BOZKURT 17/09/2026

Orta sekment ürün test ettim iş görür

erkan güngör 24/01/2024

çalışıyor olması gerektiği gibi

შეფასების დაწერა

შენიშვნა: HTML არ არის მხარდაჭერილი!
ცუდი           კარგი

Yukleniyor...

ფასები ნაჩვენებია ლარში (₾) საორიენტაციოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით. გადახდა ხდება თურქულ ლირაში (TL); ბარათის ამონაწერში თანხა ოდნავ შეიძლება განსხვავდებოდეს.