EV3B23 სენსორული ციფრული თერმოსტატი (ორი დატჩიკით)
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Evco
- პროდუქტის კოდი: EV3B23
კომპრესორის, ისპარიტელის ვენტილატორის და დეფროსტის მართვა
EV3B23 ციფრული თერმოსტატი არის სენსორული ეკრანით და გაფართოებული ფუნქციებით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად შექმნილია მაცივრებისთვის, დახლის ტიპის მაცივრებისთვის, სავიტრინო სტელაჟებისთვის, სამაცივრე კამერებისთვის და ღვინის მაცივრებისთვის.
ზოგადი მახასიათებლები
- ზომები: 75 x 33 x 59 mm
- 16A / 250 V რელეს გამოსასვლელი, რომელსაც შეუძლია 220 Volt-ზე 3/4 hp კომპრესორის მართვა
- ცხელი აირით ან ტენით დეფროსტის მართვა
- 4-ციფრიანი ინდიკატორი, სიმაღლე: 29 mm
- ენერგიის დაზოგვის რეჟიმი
- ინტელექტუალური “ადაპტიური დეფროსტი”
- კომპრესორის მუშაობის დროის ჩაწერა და ჩვენება
- 16A(გაშვებისას) კომპრესორის რელე
- 8A დეფროსტის რელე
- 5A ისპარიტელის ვენტილატორის რელე
- პანელზე მარტივი მონტაჟი, “ჩართე და იმუშავე” კონსტრუქცია
- კონდენსატორის დატჩიკის მიერთების ოფცია
- კარის გადამრთველის შესასვლელი
დეფროსტის მახასიათებლები
EV3B23 იძლევა დეფროსტის შესრულების საშუალებას რეგულარული ინტერვალებით და ხანგრძლივობით. კონტროლირებადი სისტემის ტემპერატურა აისახება ეკრანზე, ხოლო დეფროსტის ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ხელით დეფროსტის დაწყება. ადაპტიური დეფროსტის ფუნქცია ზოგავს ენერგიას და ამავდროულად ოპტიმიზებს სისტემის მუშაობას.
მოსახერხებელი ინტერფეისი
თერმოსტატის წინა პანელზე განთავსებულია კომპრესორის მუშაობის ინდიკატორი, დეფროსტის მუშაობის ინდიკატორი, დაბალი ენერგომოხმარების ინდიკატორი, “stand-by” ჩართვა-გამორთვის ინდიკატორი, პროგრამირების ღილაკი, მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკი და ხელით დეფროსტის ღილაკი. უსაფრთხოების მიზნით, კლავიატურა ავტომატურად იბლოკება, თუ იგი 30 წამის განმავლობაში არ გამოიყენება.
განგაში და გაფრთხილებები
EV3B23 აღჭურვილია ხმოვანი განგაშით და მოციმციმე გამაფრთხილებელი ინდიკაციით ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა დაბალი ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, დატჩიკის შეცდომები და კონდენსატორის გადახურება.
მონტაჟი და მოვლა
EV3B23 დაცული უნდა იყოს წყლისგან, ტენისგან და ჭარბი მტვრისგან. მოწყობილობა არ შეიცავს ნაწილებს, რომელთა შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს შეუძლია; ამიტომ მოწყობილობის გახსნა არ არის რეკომენდებული.
Yukleniyor...