ECA Confeo Premix კონდენსაციური ქვაბის წინა აზბესტი – Duraboard კერამიკული ბოჭკოს საიზოლაციო ფილა
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: OEM
- პროდუქტის კოდი: DRB07
23,57 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 19,64 ₾
ECA Confeo Premix კონდენსაციური ქვაბების წვის კამერის წინა სახურავზე გამოყენებული duraboard კერამიკული ბოჭკოს საიზოლაციო ფილა. ამ ნაწილს, რომელსაც სამუშაოზე მოკლედ აზბესტს უწოდებენ, გორელკის ალის სითბო წვის ზონაში უჭირავს და სახურავზე გადასულ სითბოს ზღუდავს. დღეს წარმოებული ფილები აზბესტს არ შეიცავს და კერამიკული ბოჭკოს ბაზაზეა დამზადებული.
მრგვალი ფილის შუაში გორელკის ყელისთვის ღიობია, ხოლო კორპუსზე ერთმანეთის მიმართ კუთხით განლაგებული ორი ბუდეა: ზედა ბუდეში ერთი კვადრატული და ერთი პატარა მრგვალი ხვრელია, მარჯვენა ბუდეში კი ერთი კვადრატული ხვრელი (ჩანს ფოტოებზე). ეს ხვრელები სახურავზე არსებულ სამაგრ წერტილებს ემთხვევა.
როდის იცვლება წინა აზბესტი?
- თუ ფილა გაბზარულია, კიდიდან მოტეხილია ან ხელში იფშვნება.
- თუ სახურავის ყოველ გახსნაზე ნატეხები სცვივა და ზედაპირი მტვრდება.
- თუ გორელკის, ტეპლოობმენნიკის ან სახურავის პროკლადკის შეცვლისას ფილა დეფორმირდა ან ადგილიდან ამოვარდა.
- თუ სახურავის ზედაპირზე შეინიშნება გაშავება, გადახურება ან პროკლადკის დამწვრობა, იზოლაციაც მოწმდება.
ზომების შედარება და მონტაჟი
- შეკვეთამდე მოხსნილი ფილის გარე დიამეტრი, შუა ღიობი და ბუდეების განლაგება ფოტოებს უნდა შეადაროთ.
- კერამიკული ბოჭკოს ფილა მყიფეა; უნდა გადაიტანოთ სწორად დაჭერით და არ დააწვეთ ერთ წერტილში.
- მონტაჟამდე სახურავის ზედაპირი ძველი ფილის ნარჩენებისა და ჭვარტლისგან უნდა გაიწმინდოს.
- ფილა ძალით არ ჯდება; ბუდეები და შუა ღიობი თავის ადგილს უნდა დაემთხვეს.
Yukleniyor...