Cubigel NUT60CAb ჰერმეტული კომპრესორი – 1/4 HP, R290, LBP 304 W
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Cubigel
- პროდუქტის კოდი: NUT60CAb
Cubigel NUT60CAb (NUT60CA) არის 1/4 HP ჰერმეტული პორშნევოი კომპრესორი უარყოფით ტემპერატურაზე მომუშავე სავაჭრო სამაცივრო დანადგარებისთვის, როგორიცაა მცირე მოროზილნიკი, ნაყინის მაცივარი და სკივრის ტიპის მოროზილნიკი. მუშაობს R290 (პროპანი)-ზე; 6,00 cm³ ცილინდრის მოცულობით იძლევა ASHRAE LBP პირობებში 304 W (1.037 BTU/h) გაგრილების სიმძლავრეს.
R290 პროპანზე მომუშავე LBP კომპრესორი: მცირე მოროზილნიკებისა და ნაყინის მაცივრებისთვის
U სერიის კომპაქტური კორპუსის NUT60CAb ვენტილატორით გაგრილებადი კონსტრუქციითა და RSCR (PTC რელიანი, რაბოჩი კონდენსატორიანი) ძრავით მუშაობს −40 … −10 °C აორთქლების დიაპაზონში და განკუთვნილია კაპილარიანი სისტემებისთვის. რაბოჩი კონდენსატორიანი ძრავის წყალობით ASHRAE პირობებში COP 1,82-ით უზრუნველყოფს ენერგიის დაბალ მოხმარებას. პროპანის GWP მაჩვენებელი 3-ია; მასზე F-Gaz შეზღუდვები არ ვრცელდება და შესაფერისი ვარიანტია დაბალი დამუხტვის სისტემებისთვის.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და აღჭურვილობა
- მარკა / მოდელი: Cubigel NUT60CAb · U სერია
- ფრეონი: R290 (პროპანი) · R290-ისა და R600a-სთვის აფეთქების უსაფრთხოების EN 60335-1 და EN 60335-2-34 დამოწმებით
- გამოყენება: LBP (დაბალი შეწოვის წნევა) · აორთქლება −40 … −10 °C
- ცილინდრის მოცულობა: 6,00 cm³ · დიამეტრი 21,99 mm · სვლა 16,00 mm
- ძრავა: RSCR · ჩაკეტილი როტორის დენი (LRA) 7,1 A · მაქს. უწყვეტი დენი 1,6 A
- გრაგნილის წინაღობა (25 °C): მთავარი 13,25 Ω · დამხმარე 15,70 Ω
- კვება: 220-240 V / 50 Hz ერთფაზა · სამუშაო დიაპაზონი 187-255 V
- გაგრილება: ვენტილატორით · გაფართოება: კაპილარი
- ზეთი: ISO VG 10 ესტერული, 200 cm³
- მილების შიდა დიამეტრები: სერვისის Ø6,2 · შეწოვის (პირდაპირი) Ø6,2 · დაჭირხნის Ø4,9 mm
- ზომები: სიმაღლე 173,5 mm · ფუძე 204 × 158 mm (კლემების ყუთით 228 mm)
- სამონტაჟო ხვრელები: 6 × Ø16 (170 × 70 mm)
- წონა: 9,31 kg · მაქს. გარემოს ტემპერატურა 43 °C
წარმადობა (ASHRAE, კონდენსაცია +55 °C)
| აორთქლება | სიმძლავრე | მოხმარებული სიმძლავრე | COP |
|---|---|---|---|
| −40 °C | 124 W | 106 W | 1,17 |
| −35 °C | 165 W | 124 W | 1,33 |
| −30 °C | 216 W | 142 W | 1,52 |
| −25 °C | 279 W | 161 W | 1,74 |
| −23,3 °C (LBP) | 304 W (1.037 BTU/h) | 167 W | 1,82 |
| −20 °C | 354 W | 179 W | 1,97 |
| −15 °C | 438 W | 198 W | 2,22 |
| −10 °C | 535 W | 217 W | 2,47 |
ASHRAE: სითხე და გარემო 32 °C, შეწოვა 32 °C. CECOMAF პირობებში (−25 °C, სითხე 55 °C) 226 W, მოხმარებული სიმძლავრე 161 W, COP 1,41. აორთქლების ტემპერატურის შემცირებისას სიმძლავრე მცირდება; შერჩევა გააკეთეთ კამერის სამიზნე ტემპერატურის მიხედვით.
ელექტრო აღჭურვილობა (მწარმოებლის რეფერენსები)
- რაბოჩი კონდენსატორი: 5 µF 400 V
- რელე: PTC K100 (200-240 V · 14 Ω)
- კლიქსონი (თერმული დამცავი): T0508, AE18FU ან B65-135 (6,3-6,5 A · გამორთვა / ჩართვა 120-135 / 61-62 °C)
- 🔥 R290 აალებადი ფრეონია (A3 კლასი). შედუღება, გაჟონვის შემოწმება და ფრეონის დამუხტვა უნდა შესრულდეს აალებადი მაცივარაგენტების წესების მიხედვით: სავალდებულოა ვენტილირებადი სივრცე, ნაპერწკლის წყაროს არარსებობა და დამუხტვის ლიმიტების დაცვა. ეს კომპრესორი მხოლოდ R290 სისტემებისთვისაა.
- 🔧 შეცვლისას: RSCR შეერთებისას PTC რელე და 5 µF რაბოჩი კონდენსატორი ერთად გამოიყენება; ძველი კომპრესორის ფრეონი, LBP კლასი და სამონტაჟო ხვრელებს შორის მანძილი შეადარეთ ზომების ნახაზს. განკუთვნილია კაპილარიანი სისტემებისთვის.
- გამოყენების ზღვარი: ეს მოდელი LBP-ია — მოროზილნიკებისა და დაბალტემპერატურული გამოყენებისთვის. დადებითი ტემპერატურის მაცივრებში (HBP) არ გამოიყენება.
Yukleniyor...