Copeland ZR11M3E-TWD-961 სპირალური კომპრესორი – 9 HP / 89.500 BTU, R22-R407C (სერვისული ვერსია, IP54)
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Copeland
- პროდუქტის კოდი: ZR11M3E-TWD-961
Copeland ZR სერიის ZR11M3E-TWD-961 არის 9 HP სიმძლავრის ჰერმეტული სპირალური კომპრესორი, რომელიც კონდიციონირებისა და ტექნოლოგიური გაგრილების სისტემებისთვის იწარმოება. Copeland-ის კატალოგში ის BOM 961 სერვისულ (სათადარიგო) ვერსიად არის მითითებული. ეს ვერსია ისეა მომზადებული, რომ სერიის სხვა კონფიგურაციები ჩაანაცვლოს, და IP54 დაცვის ელექტრო ყუთით მოეწოდება.
9 HP სიმძლავრის, 89.500 BTU წარმადობის სპირალური კომპრესორი კონდიციონერისთვის
მუშაობს 380-420 V / სამფაზა / 50 Hz ქსელში (კვების კოდი TWD) და ძრავის დაცვის გარე მოდულთან ერთად გამოიყენება. პოლიოლეთერული (POE) ზეთით არის შევსებული, ამიტომ თავსებადია როგორც R22-თან, ისე ქლორის არშემცველ ფრეონებთან, მაგალითად R407C-თან.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და კომპლექტაცია
- მარკა / მოდელი: Copeland ZR11M3E-TWD-961
- ნომინალური სიმძლავრე: 9 HP (9 ცხ.ძ.) / 89.500 BTU/h (26.230 W) — R22, AHRI პირობები: აორთქლება 7,2 °C, კონდენსაცია 54,4 °C
- მოხმარებული სიმძლავრე: 7.950 W
- ნომინალური დენი: 14,4 A — გაშვების დენი (LRA): 123 A
- ეფექტურობა: COP 3,30 W/W — EER 11,3 Btu/Wh
- აღწერილი მოცულობა: 144,0 cm³/ბრ (≈ 25,1 მ³/სთ, 2.900 ბრ/წთ)
- ფრეონი: R22 / R407C
- ზეთი: 4,14 L პოლიოლეთერული (POE)
- კვება: 380-420 V / 3~ / 50 Hz (TWD)
- მიერთება: Rotalock — Rotalock/სარჩილავი ადაპტერების ნაკრები პროდუქტს მოყვება
- ძრავის დაცვა: Kriwan 24 VAC დაცვის გარე მოდული (პროდუქტს მოყვება, დაუმონტაჟებელია)
- ზეთის სმოტროვოე სტეკლო: აქვს (1" 3/4 UNF)
- ელექტრო ყუთის დაცვის კლასი: IP54
- წმინდა წონა: 96,2 kg
- ხმის სიმძლავრის დონე: 78 dBA
ტექნიკური მონაცემები აღებულია Copeland-ის კონდიციონერების სპირალური კომპრესორების კატალოგის (09/2023) 50 Hz R22 ცხრილიდან. იგივე მოდელი 60 Hz ქსელში 108.000 BTU/h (31.652 W) სიმძლავრეს იძლევა.
Yukleniyor...