Copeland ZB15KQE-TFD-559 სპირალური კომპრესორი – 2 HP / 15.000 BTU, R404A (Rotalock ვენტილებით)
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Copeland
- პროდუქტის კოდი: ZB15KQE-TFD-559
1.257,79 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 1.048,15 ₾
Copeland ZB15KQE-TFD-559 არის Emerson Copeland-ის სამაცივრო ტიპის ZB სერიის ჰერმეტული სპირალური კომპრესორი. 2 HP სიმძლავრის კლასისაა და მუშაობს R404A ფრეონზე. განკუთვნილია სამაცივრე კამერებისთვის, მარკეტის მაცივრებისთვის, შოკური გაყინვის კამერებისთვის და სავაჭრო გაგრილების სისტემებისთვის. მიეწოდება Rotalock ვენტილებით. შეწოვისა და დაჭირხნის ვენტილები კომპრესორზევეა, ამიტომ ადგილზე შეცვლა შედუღების გარეშე ხდება: ფრეონს ვენტილით გადაკეტავთ და სწრაფად შეცვლით.
ZB სერიის სპირალური კომპრესორი: სავაჭრო გაგრილების სტანდარტი
- სპირალური კომპრესორის უპირატესობა: პორშნევოი კომპრესორთან შედარებით გაცილებით ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვს. შედეგად გვაქვს დაბალი ვიბრაცია, ჩუმი მუშაობა, მაღალი მოცულობითი მქკ და ხანგრძლივი მომსახურების ვადა.
- 5,90 m³/h აღწერილი მოცულობა (50 Hz) — 15.000 BTU ნომინალური სიმძლავრის კლასი (მითითებულია Copeland-ის მოდელის კოდში).
- Rotalock ვენტილით მიერთება: 1 1/4" შეწოვა / 1" დაჭირხნა. მონტაჟი და დემონტაჟი შედუღების გარეშე სრულდება, რაც სერვისისთვის მოსახერხებელია.
- 380-420 V სამფაზა (TFD): სავაჭრო სამაცივრო ფარების სტანდარტული კვება.
- მოდის POE ზეთით შევსებული; თავსებადია R404A/HFC ფრეონებთან.
ტექნიკური მახასიათებლები და სამონტაჟო შენიშვნები
- მოდელი: Copeland ZB15KQE-TFD-559 | სერია: ZB (სამაცივრო ტიპის სპირალური)
- სიმძლავრე: 2 HP | სიმძლავრის კლასი: 15.000 BTU
- ფრეონი: R404A
- აღწერილი მოცულობა: 5,90 m³/h (50 Hz)
- კვება: 380-420 V ~ 50 Hz, სამფაზა
- მიერთება: Rotalock ვენტილებით — შეწოვა 1 1/4" / დაჭირხნა 1"
- კორპუსის ზომები: 242 × 242 mm (სიგრძე×სიგანე) | წმინდა წონა: 23 kg
- მონტაჟი: ფეხების სამაგრი ხვრელების დაშორება 190,5 × 190,5 mm (4 × Ø19 mm). ზომებიანი ტექნიკური ნახაზი იხილეთ მე-2 სურათზე.
- ზეთი: POE (ეთერული), ქარხნული შევსება 1,30 L
- 🔧 შეამოწმეთ ფაზების მიმდევრობა. სპირალური კომპრესორი მხოლოდ ერთი მიმართულებით კუმშავს. საპირისპირო ბრუნვისას წნევა არ იზრდება და ხმაური მატულობს. ასეთ შემთხვევაში შეცვალეთ ორი ფაზის ადგილი და ხელახლა სცადეთ.
- Rotalock-ის გაიკები მოუჭირეთ ახალი პროკლადკით და ნომინალური მომენტით; ძველი პროკლადკით მონტაჟი გაჟონვის ყველაზე ხშირი მიზეზია.
- POE ზეთი ტენს იწოვს: კომპრესორი გახსენით უშუალოდ მონტაჟის წინ. სისტემა დიდხანს ნუ დატოვებთ ატმოსფეროსთან ღიად და დამუხტვამდე ჩაატარეთ ღრმა ვაკუუმირება.
- გარემოს დაბალ ტემპერატურაზე გამოიყენეთ კარტერის ტენი — ცივი გაშვებისას ზეთში შერეული თხევადი ფრეონი საკისრებს აზიანებს.
Yukleniyor...
ტეგები:
copeland
, ZB15KQE-TFD-559
, სპირალური კომპრესორი
, ZB სერია
, R404A
, 2 HP
, სამაცივრე კამერა
, rotalock