Zingfa QR44 ჰერმეტული კომპრესორი – 2 HP, R404A, ერთფაზა 220 V, 5.977 W
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Zingfa
- პროდუქტის კოდი: QR44
Zingfa QR44 (QR-44) არის 2 HP ჰერმეტული პორშნევოი კომპრესორი დადებით ტემპერატურაზე მომუშავე სავაჭრო სამაცივრო სისტემებისთვის: სამაცივრე კამერები, ხილ-ბოსტნეულის საწყობები, სასმელებისა და ვიტრინა-მაცივრები. მუშაობს R404A-ზე. ცილინდრის მოცულობაა 44 cm³. +7,2 °C აორთქლებისა და +54,5 °C კონდენსაციის პირობებში იძლევა 5.977 W (20.394 BTU/h) გაგრილების სიმძლავრეს. 220-240 V ერთფაზა კვების წყალობით გამოიყენება იმ ობიექტებშიც, სადაც სამფაზა ხაზი არ არის.
R404A ფრეონზე მომუშავე 2 HP ერთფაზა პორშნევოი კომპრესორი დადებითი ტემპერატურის სამაცივრე კამერებისა და სავაჭრო მაცივრებისთვის
Zhejiang Ankang (Xingfa)-ის წარმოების QR სერია განკუთვნილია საშუალო და მაღალი შეწოვის წნევის (M/HBP) სისტემებისთვის. მუშაობს −30 … +10 °C აორთქლების დიაპაზონში. CSR ძრავა ირთვება პუსკავოი და რაბოჩი კონდენსატორით და პოტენციური რელეთი. დაცულია ძრავის ჩაშენებული თერმული დამცავითა და შიდა წნევის გადამშვები სარქველით. აქვს შეწოვისა და დაჭირხნის ხრახნიანი (rotalock) მიერთებები, ზეთის დონის სმოტროვოე სტეკლო და კარტერის ტენის მიერთება.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და კომპლექტაცია
- მარკა / მოდელი: Zingfa QR44 · მწარმოებელი Zhejiang Ankang (Xingfa)
- ფრეონი: R404A
- გამოყენება: M/HBP (საშუალო/მაღალი შეწოვის წნევა) · აორთქლება −30 … +10 °C · კონდენსაცია +30 … +60 °C
- ცილინდრის მოცულობა: 44 cm³ · ბრუნი 2.900 ბრ/წთ
- ძრავა: ერთფაზა, 2-პოლუსიანი · ჩაკეტილი როტორის დენი (LRA) 65 A · ნომინალური სამუშაო დენი 10,2 A · გრაგნილის წინაღობა: მთავარი 1,01 Ω / დამხმარე 2,88 Ω (25 °C) · იზოლაციის კლასი F
- კვება: 220-240 V ~ 50 Hz (208-230 V ~ 60 Hz)
- დაცვა: ძრავის ჩაშენებული თერმული დამცავი · შიდა წნევის გადამშვები სარქველი
- ზეთი: POE, ISO VG 32, 1.500 ml · ზეთის დონის სმოტროვოე სტეკლო
- მიერთებები: შეწოვა 1 1/4"-12 UNF · დაჭირხნა 1"-14 UNF (rotalock) · სერვისის (პროცესის) მილი Ø7 mm
- ზომები: სიმაღლე 365 mm · ძირი 244 × 198 mm
- მონტაჟი: 4 ხვრელი (190,5 × 190,5 mm) · 4 რეზინის ამორტიზატორით
- წონა: 33 kg (ზეთის ჩათვლით) · ხმაური ≤ 62 dB(A) · დაცვის კლასი IP21
- წნევის ზღვრები: მაღალი მხარე მაქს. 3,2 MPa · დაბალი მხარე მაქს. 2,0 MPa · დაჭირხნის ტემპერატურა ≤ 125 °C
ნომინალური მახასიათებლები
+7,2 °C აორთქლება / +54,5 °C კონდენსაცია (შეწოვის აირი 35 °C, გადაცივება 8,3 K, გარემო 35 °C): 5.977 W (20.394 BTU/h) გაგრილების სიმძლავრე, 2.300 W მოხმარებული სიმძლავრე, COP 2,60. აორთქლების ტემპერატურის შემცირებისას სიმძლავრე მცირდება. კომპრესორი შეარჩიეთ კამერის სამიზნე ტემპერატურის მიხედვით.
ელექტრო კომპლექტაცია (მწარმოებლის მითითებები)
- პუსკავოი კონდენსატორი: 156-186 µF 330 V
- რაბოჩი კონდენსატორი: 35 µF
- რელე: პოტენციური რელე 4G3D
- 🔧 ექსპლუატაციაში გაშვება: სისტემის ვაკუუმირება კომპრესორით არ დაიშვება. კომპრესორს არ რთავენ ფრეონის დამუხტვამდე და ვაკუუმის ქვეშ. ფრეონი უნდა დაიმუხტოს დაშორებული დამუხტვის წერტილიდან და არა კომპრესორთან ახლოს მდებარე შეწოვის/დაჭირხნის ხაზიდან. მიერთებების საცობების მოხსნის შემდეგ მონტაჟი 15 წუთში უნდა დასრულდეს.
- 🌡️ კარტერის ტენი: გაჩერებისას ფრეონის მიგრაციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კარტერის ტენი (45 W). ის უნდა ჩაირთოს პირველ გაშვებამდე ან ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ გაშვებამდე 12 საათით ადრე. სითხის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად შეწოვის ხაზზე უნდა შენარჩუნდეს გადახურება (superheat).
- ⏱️ მუშაობის რეჟიმი: ზეთის დონის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მინიმუმ 10 წუთი უწყვეტი მუშაობა. გამორთვასა და ხელახლა ჩართვას შორის რეკომენდებულია მინიმუმ 3 წუთიანი პაუზა. მუშაობისას დახრა არ უნდა აღემატებოდეს 15°-ს.
Yukleniyor...