Sanhua SYJ10H51 სმოტროვოე სტეკლო – 3/8" ODF სარჩილავი, ტენიანობის ინდიკატორით, 46 bar
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Sanhua
- პროდუქტის კოდი: 41.14.021
22,54 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 18,78 ₾
Sanhua SYJ10H51 არის სამაცივრო კონტურის თხევად ხაზზე დასაყენებელი 3/8" (10 mm) ODF სარჩილავი სმოტროვოე სტეკლო. მასზე არსებული რგოლისებრი ფერადი ინდიკატორი აჩვენებს სისტემაში ტენიანობის დონეს.
თხევად ხაზზე ერთდროულად ორ რამეს აჩვენებს — ფრეონის მდგომარეობას და ტენიანობის დონეს
პირველი ფუნქცია — ფრეონის მდგომარეობა. მინაში დახედვისას სითხე გამჭვირვალე უნდა ჩანდეს. თუ ბუშტუკები ჩანს, ან დამუხტვა არასაკმარისია, ან ტრვ-ის წინ არის შევიწროება. ეს ადგილზე დამუხტვის შემოწმების ყველაზე სწრაფი მეთოდია.
მეორე ფუნქცია — ტენიანობა. კონტურში მოხვედრილი ტენი ფრეონთან და ზეთთან ერთად წარმოქმნის მჟავას. როცა ინდიკატორის ფერი მწვანიდან ყვითლად იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ფილტრ-ოსუშიტელი გაჯერებულია — ის იცვლება მანამ, სანამ კომპრესორი დაზიანდება.
ტექნიკური მახასიათებლები (Sanhua SYJ სერიის ოფიციალური Datasheet)
- მაქს. სამუშაო წნევა (PS): 4,6 MPa = 46 bar
- ფრეონის ტემპერატურა (TS): −50 … +80 °C | გარემოს ტემპერატურა: −50 … +80 °C
- კორპუსი: კოროზიამედეგი თითბერი | ჰერმეტიზაცია: დაბალი ცოცვადობის PTFE
- ინდიკატორი: რგოლისებრი ტენიანობის ფერადი ინდიკატორი, მინაზე მიმაგრებული (ხელს უშლის ზედაპირის დაბინძურებას)
- გამავლობა: სრული გამავლობა (full port) — წნევის დაბალი დანაკარგი · ფართოკუთხიანი, მაღალი გამჭვირვალობის მინა
- სერტიფიკატი: PED 2014/68/EU მუხლი 4.3 (სითხეების ჯგუფი 2) · ANSI-ASHRAE 34 ჯგუფი A1
- თავსებადი ფრეონები: R22 · R134a · R404A · R410A · R507 · R407C · R407A/F · R448A/R449A · R452A · R450A/R513A
- 🔧 მონტაჟის ადგილი: ფილტრ-ოსუშიტელის (ფილტრ-საშრობის) შემდეგ, თხევად ხაზზე. შესაძლებელია შეწოვის ხაზზეც გამოყენება.
- 🔧 მონტაჟის პოზიცია: Sanhua გირჩევთ ვერტიკალურ ხაზს. ჰორიზონტალურ ხაზზე დაყენებისას მინა ზემოთ უნდა იყურებოდეს და არცერთი მიმართულებით არ უნდა იყოს დახრილი — დახრილი მონტაჟისას ინდიკატორი არასწორად აჩვენებს.
- ⚠️ რჩილვის გაფრთხილება: კორპუსის რჩილვისას შემოახვიეთ სველი ქსოვილი. ზედმეტი სითბო შეუქცევადად აზიანებს როგორც PTFE პროკლადკას, ისე ტენიანობის ინდიკატორის საღებავ ნივთიერებას.
- ფერის წაკითხვა: მწვანე = მშრალი · ყვითელი = ტენიანი (ფილტრ-ოსუშიტელი გაჯერებულია, შეცვალეთ). ფერი მყისიერად არ იცვლება; სისტემის მუშაობისას დაელოდეთ მინიმუმ 12 საათს და შემდეგ წაიკითხეთ.
- ბუშტუკები ყოველთვის არასაკმარის დამუხტვას არ ნიშნავს. ტრვ-ის წინ შევიწროება, გაჭედილი ფილტრ-ოსუშიტელი ან არასაკმარისი გადაცივებაც იწვევს ბუშტუკებს.
Yukleniyor...