HENGSEN SBF-L-07 ციფრული კოლექტორის ნაკრები + 2 ცალი ზონდი
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Hengsen
- პროდუქტის კოდი: 01 19 12
პროდუქტის აღწერა
HENGSEN SBF-L-07 ციფრული კოლექტორის ნაკრები ფართოდ გამოიყენება ჰიდრავლიკური და ატმოსფერული წნევის სფეროებში. ესენია: სამაცივრო აღჭურვილობა, კონდიციონერები და სამაცივრო სატრანსპორტო საშუალებები, წნევის ხელსაწყოები, ვაკუუმური აღჭურვილობა და პნევმატური აღჭურვილობა. ეს საზომი ხელსაწყო მოძრავ ნაწილებს არ შეიცავს. იგი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, ხანგრძლივი მომსახურების ვადით და კარგი გრძელვადიანი სტაბილურობით.
მოწყობილობაში შენახულია ფართოდ გამოყენებული ფრეონების წნევისა და ტემპერატურის პარამეტრები. იგი მკაფიოდ აჩვენებს ისეთ მნიშვნელობებს, როგორიცაა გაზომილი წნევა, კონდენსაციის ტემპერატურა და აორთქლების ტემპერატურა.
გამოყენების სფეროები
SBF-L-07 ციფრული ეკრანით ორმანომეტრიანი კოლექტორი გამოიყენება ვაკუუმური სამაცივრო სისტემის მონტაჟისა და მომსახურებისთვის. ოპერატორს უნდა ჰქონდეს დარგობრივი კვალიფიკაცია და გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება. ეს პროდუქტი გამოიყენება ჩვეულებრივ კომპოზიტურ მანომეტრთან, ტემპერატურის საზომ ხელსაწყოსთან და ფრეონის თვისებების ცხრილთან ერთად. ამგვარად შესაძლებელია როგორც წნევის, ისე ტემპერატურის გაზომვა. ვარგისია უმეტესი უვნებელი ფრეონისთვის (ამიაკის შემცველი ფრეონების გარდა), ასევე წყლისა და სპირტებისთვის. არ არის განკუთვნილი აფეთქებასაშიში ზონებისთვის.
ტექნიკური პარამეტრები
- გაზომვის პარამეტრები: წნევა: MPa, kPa, bar, psi, kgf/cm², inHg | ტემპერატურა: °F, °C, K
- დატჩიკი: წნევისთვის ჩაშენებული წნევის დატჩიკი×2 | ტემპერატურისთვის გარე ტემპერატურის დატჩიკი×2
- მიერთების წერტილები: წნევა: 1/4" SAE x 3 | ტემპერატურა: USBx2
- გაზომვის დიაპაზონი: წნევა: -0.1~5.0Mpa | ტემპერატურა: -55~125℃
- გარჩევადობა: წნევა: 0.001MPa | ტემპერატურა: 0.1℃
- გაზომვის სიზუსტე: წნევა: ±0.4% (20±5℃ პირობებში) | ტემპერატურა: ±0.5℃
- თავსებადი ფრეონები: 82 სახის ფრეონი, მათ შორის R32 და R744, იმ პირობით, რომ არ გადაიჭარბება მითითებული გაზომვის დიაპაზონი.
- შეუთავსებელი ფრეონი: ამიაკი (R717) და ამიაკის შემცველი ფრეონები.
- მასალა: ორფეროვანი საინჟინრო პლასტმასი.
- ზომები: 185x110x55mm | წონა: დაახლოებით 0.5Kg
- კვების წყარო: AA ტუტე ელემენტი, 1.5Vx4 (ელემენტის მუშაობის ვადა: >2000 საათი, გამორთული განათებისას).
- ეკრანი: განათებული LCD ეკრანი.
- დაცვის ხარისხი: IP42
- მიღებული სტანდარტი: JB/T 7392-2006
Yukleniyor...