Copeland 4MA1-22X-AWM/D-P Stream ნახევრადჰერმეტული კომპრესორი – 22 HP / 108.500 BTU, R448A-R449A
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Copeland
- პროდუქტის კოდი: 4MA1-22X-AWM/D-P
Copeland Stream 4MA1-22X-AWM/D-P არის კომერციული სამაცივრო სისტემებისთვის წარმოებული 4-ცილინდრიანი ნახევრადჰერმეტული პორშნევოი კომპრესორი. მას აქვს ფართო სამუშაო დიაპაზონი, რომელიც მოიცავს დაბალ და საშუალო ტემპერატურულ (LT/MT) სამაცივრო რეჟიმებს.
22 HP სიმძლავრის, 108.500 BTU წარმადობის ნახევრადჰერმეტული პორშნევოი სამაცივრო კომპრესორი
მოდელის კოდის გაშიფვრა: 4 = ცილინდრების რაოდენობა · M = Stream ოჯახი · A = ცილინდრის დიამეტრის კლასი · 1 = კონსტრუქციის რევიზია · 22 = ძრავის სიმძლავრე (HP) · AWM/D = ძრავის კოდი (part-winding YY/Y გაშვება) · P = Copeland Protection დაცვის მოდული.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და კომპლექტაცია
- მარკა / მოდელი: Copeland Stream 4MA1-22X-AWM/D-P
- ნომინალური სიმძლავრე: 22 HP (22 ცხ.ძ.)
- გაგრილების სიმძლავრე: 31,8 kW = 108.500 BTU/h (R448A / R449A) — R513A-ით 20,9 kW
- აღწერილი მოცულობა: 62 მ³/სთ
- ცილინდრების რაოდენობა: 4
- ფრეონები (A1): R448A, R449A, R407A, R407F, R404A, R407C, R513A, R450A, R134a, R22
- ზეთი: POE (ქარხნული შევსება)
- მიერთება: შეწოვა Ø 1 5/8" — დაჭირხვნა Ø 1 1/8" (შეწოვისა და დაჭირხვნის სერვისის ვენტილები შედის კომპლექტში)
- ზომები: 637 × 503 × 451 mm; საყრდენის ზომა 381 × 305 mm
- ნეტო წონა: 178 kg
- ძრავა: AWM/D — part-winding (YY/Y) გაშვება
- დაცვა: Copeland Protection მოდული
- სტანდარტული კომპლექტაცია: POE ზეთის შევსება, შეწოვის/დაჭირხვნის სერვისის ვენტილები, ვიბროსაიზოლაციო საყრდენები, აზოტით წინასწარი შევსება
სიმძლავრის მნიშვნელობები აღებულია Copeland Stream-ის გამოყენების სახელმძღვანელოს ცხრილი 1-დან; პირობები: აორთქლება −10 °C, კონდენსაცია +45 °C, შეწოვის აირის ტემპერატურა 20 °C, გადაცივება 0 K. კოდში არსებული რევიზია 1 მიუთითებს, რომ დანადგარი დამტკიცებულია მხოლოდ A1 კლასის ფრეონებთან გამოსაყენებლად; A2L (R454C, R455A, R454A) ფრეონებისთვის საჭიროა რევიზია 2 კოდის მქონე დანადგარები.
Yukleniyor...