Copeland ZB48KQE-TFD-559 სპირალური კომპრესორი – 7 HP / 48.000 BTU, R404A (Rotalock ვენტილებით)
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Copeland
- პროდუქტის კოდი: ZB48KQE-TFD-559
1.994,47 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 1.662,06 ₾
Copeland ZB48KQE-TFD-559 არის Emerson Copeland-ის სამაცივრო ტიპის ZB სერიის ჰერმეტული სპირალური კომპრესორი. ის 7 HP სიმძლავრის კლასს მიეკუთვნება და R404A ფრეონზე მომუშავე სისტემებისთვისაა განკუთვნილი: სამაცივრე კამერები, მარკეტის მაცივრები, შოკური გაყინვის კამერები და სავაჭრო გაგრილება. კომპრესორი Rotalock ვენტილებით მიეწოდება. შეწოვისა და დაჭირხვნის ვენტილები კომპრესორზევეა დამონტაჟებული, ამიტომ ადგილზე შეცვლა შედუღების გარეშე სწრაფად სრულდება: ფრეონს ვენტილებით გადაკეტავთ და კომპრესორს ცვლით.
ZB სერიის სპირალური კომპრესორი: სავაჭრო გაგრილების სტანდარტი
- სპირალური კონსტრუქციის უპირატესობა: პორშნევოი კომპრესორთან შედარებით გაცილებით ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვს. შედეგად ვიბრაცია დაბალია, მუშაობა უხმაურო, მოცულობითი მქკ მაღალი და რესურსი ხანგრძლივი.
- 18,75 m³/h აღწერილი მოცულობა (50 Hz) — 48.000 BTU ნომინალური სიმძლავრის კლასი (ეს მითითებულია Copeland-ის მოდელის კოდში).
- Rotalock ვენტილით მიერთება: 1 1/4" შეწოვა / 1" დაჭირხვნა. მონტაჟი და დემონტაჟი შედუღების გარეშე ხდება, რაც სერვისისთვის მოსახერხებელია.
- 380-420 V სამფაზა (TFD): სავაჭრო სამაცივრო ფარების სტანდარტული კვება.
- მიეწოდება POE ზეთით შევსებული; თავსებადია R404A/HFC ფრეონებთან.
ტექნიკური მახასიათებლები და სამონტაჟო შენიშვნები
- მოდელი: Copeland ZB48KQE-TFD-559 | სერია: ZB (სამაცივრო ტიპის სპირალური)
- სიმძლავრე: 7 HP | სიმძლავრის კლასი: 48.000 BTU
- ფრეონი: R404A
- აღწერილი მოცულობა: 18,75 m³/h (50 Hz)
- კვება: 380-420 V ~ 50 Hz, სამფაზა
- მიერთება: Rotalock ვენტილებით — შეწოვა 1 1/4" / დაჭირხვნა 1"
- კორპუსის ზომები: 242 × 242 × 457 mm (სიგრ.×სიგ.×სიმ.) | ნეტო წონა: 40 kg
- მონტაჟი: სამაგრი ხვრელების დაშორება 190,5 × 190,5 mm (4 × Ø19 mm). ზომებიანი ტექნიკური ნახაზი იხილეთ მე-2 სურათზე.
- ზეთი: POE (ეთერული), 1,77 L ქარხნული შევსება
- 🔧 შეამოწმეთ ფაზების თანმიმდევრობა. სპირალური კომპრესორი მხოლოდ ერთი მიმართულებით კუმშავს. უკუბრუნვისას წნევა არ იმატებს და ხმაური ძლიერდება. ასეთ შემთხვევაში ორ ფაზას ადგილი შეუცვალეთ და ხელახლა სცადეთ.
- Rotalock-ის ქანჩები მოუჭირეთ ახალი პროკლადკით და საჭირო მომენტით; ძველი პროკლადკით მონტაჟი გაჟონვის ყველაზე ხშირი მიზეზია.
- POE ზეთი ტენს იწოვს: კომპრესორი უშუალოდ მონტაჟის წინ გახსენით. სისტემა დიდხანს ნუ დატოვებთ ატმოსფეროსთან ღიად. დამუხტვამდე ჩაატარეთ ღრმა ვაკუუმირება.
- გარემოს დაბალი ტემპერატურისას გამოიყენეთ კარტერის ტენი. ცივი გაშვებისას ზეთში შერეული თხევადი ფრეონი საკისრებს აზიანებს.
Yukleniyor...
ტეგები:
copeland
, ZB48KQE-TFD-559
, სპირალური კომპრესორი
, ZB სერია
, R404A
, 7 HP
, სამაცივრე კამერა
, rotalock