Copeland ZB29KQE-TFD-559 სპირალური კომპრესორი – 4 HP / 29.000 BTU, R404A (Rotalock ვენტილებით)
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Copeland
- პროდუქტის კოდი: ZB29KQE-TFD-559
1.545,27 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 1.287,72 ₾
Copeland ZB29KQE-TFD-559 არის Emerson Copeland-ის სამაცივრო ტიპის ZB სერიის ჰერმეტული სპირალური კომპრესორი. 4 HP სიმძლავრის კლასის კომპრესორი მუშაობს R404A ფრეონზე. განკუთვნილია სამაცივრე კამერების, მარკეტის მაცივრების, შოკური გაყინვის კამერებისა და სავაჭრო გაგრილების სისტემებისთვის. მიეწოდება Rotalock ვენტილებით: შეწოვისა და დაჭირხვნის ვენტილები კომპრესორზევეა დამონტაჟებული. ამიტომ ადგილზე შეცვლა სწრაფად ხდება შედუღების გარეშე, ფრეონის ვენტილით გადაკეტვით.
ZB სერიის სპირალური კომპრესორი: სავაჭრო გაგრილების სტანდარტი
- სპირალური კომპრესორის უპირატესობა: პორშნევოი კომპრესორთან შედარებით გაცილებით ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვს. შედეგად მიიღება დაბალი ვიბრაცია, უხმაურო მუშაობა, მაღალი მოცულობითი მქკ და ხანგრძლივი მომსახურების ვადა.
- 11,40 მ³/სთ აღწერილი მოცულობა (50 Hz) — 29.000 BTU ნომინალური სიმძლავრის კლასი (მითითებულია Copeland-ის მოდელის კოდში).
- Rotalock ვენტილის მიერთება: 1 1/4" შეწოვა / 1" დაჭირხვნა — მონტაჟი და დემონტაჟი შედუღების გარეშე, მოსახერხებელია სერვისისთვის.
- 380-420 V სამფაზა (TFD): სავაჭრო სამაცივრო ფარების სტანდარტული კვება.
- მოდის POE ზეთით შევსებული; თავსებადია R404A/HFC ფრეონებთან.
ტექნიკური მახასიათებლები და სამონტაჟო შენიშვნები
- მოდელი: Copeland ZB29KQE-TFD-559 | სერია: ZB (სამაცივრო ტიპის სპირალური)
- სიმძლავრე: 4 HP | სიმძლავრის კლასი: 29.000 BTU
- ფრეონი: R404A
- აღწერილი მოცულობა: 11,40 მ³/სთ (50 Hz)
- კვება: 380-420 V ~ 50 Hz, სამფაზა
- მიერთება: Rotalock ვენტილებით — შეწოვა 1 1/4" / დაჭირხვნა 1"
- კორპუსის ზომები: 242 × 242 × 430 მმ (სიგრძე×სიგანე×სიმაღლე) | წმინდა წონა: 33 კგ
- მონტაჟი: სამაგრი ხვრელების დაშორება 190,5 × 190,5 მმ (4 × Ø19 მმ) — ზომებიანი ტექნიკური ნახაზი იხილეთ მე-2 სურათზე
- ზეთი: POE (ეთერული), 1,36 ლ ქარხნული შევსება
- 🔧 შეამოწმეთ ფაზების თანმიმდევრობა. სპირალური კომპრესორი კუმშავს მხოლოდ ერთი მიმართულებით. უკუბრუნვისას წნევა არ იმატებს და ხმაური იზრდება. ამ შემთხვევაში ორ ფაზას ადგილი შეუცვალეთ და ხელახლა სცადეთ.
- Rotalock-ის ქანჩები მოუჭირეთ ახალი პროკლადკით და საჭირო მომენტით; ძველი პროკლადკით მონტაჟი გაჟონვის ყველაზე ხშირი მიზეზია.
- POE ზეთი ტენს შთანთქავს: კომპრესორი გახსენით უშუალოდ მონტაჟის წინ. სისტემა დიდხანს ნუ დატოვებთ ატმოსფეროსთვის ღიად და დამუხტვამდე გაატარეთ ღრმა ვაკუუმი.
- გარემოს დაბალი ტემპერატურისას გამოიყენეთ კარტერის ტენი — ცივი გაშვებისას ზეთში შერეული თხევადი ფრეონი საკისრებს აზიანებს.
Yukleniyor...
ტეგები:
copeland
, ZB29KQE-TFD-559
, სპირალური კომპრესორი
, ZB სერია
, R404A
, 4 HP
, სამაცივრე კამერა
, rotalock