Panasonic 9VD330XAB21 DC ინვერტორული როტორული კომპრესორი – 3 HP / 32.800 BTU, R32
- მარაგი: მარაგშია
- ბრენდი: Panasonic
- პროდუქტის კოდი: 9VD330XAB21
914,90 ₾ (დღგ-ს ჩათვლით)
გადასახადების გარეშე: 762,41 ₾
Panasonic 9VD330XAB21 არის R32 ფრეონზე სამუშაოდ შექმნილი DC ინვერტორული როტორული კომპრესორი. 33,0 cm³/ბრ სამუშაო მოცულობით იძლევა 9.610 W (≈32.800 BTU/h) გაგრილების სიმძლავრეს; მიეკუთვნება 3 HP კლასს. განკუთვნილია გათბობა-გაგრილების რეჟიმით მომუშავე R32 ინვერტორული კონდიციონერების გარე ბლოკებისა და სითბური ტუმბოებისთვის.
R32-ისთვის შექმნილი V სერიის ინვერტორული როტორული კომპრესორი
- სპეციალურად R32-ისთვის: ზეთის ტიპი, ჰერმეტიზაცია და ძრავის გრაგნილი შერჩეულია R32-ის მაღალი დაჭირხნის ტემპერატურის გათვალისწინებით — ეს არ არის R410A მოდელის R32-ზე გადაკეთებული ვერსია.
- ბრუნის დიაპაზონი 900-3.100 ბრ/წთ: სიმძლავრეს არეგულირებს დაახლოებით 1:3,5 თანაფარდობით; ნაწილობრივი დატვირთვისას დაბალ ბრუნზე მუშაობით გამორიცხავს ჩართვა-გამორთვის ციკლებს.
- 9.610 W გაგრილება / 3.455 W მოხმარება (P-JIS-A: Te 7 / Tc 55 °C, 3.450 ბრ/წთ, დრაივერის DC 280 V).
- დატჩიკის გარეშე უჯაგრისო ინვერტორი: მუშაობს სინუსოიდური მართვით, პოზიციის დატჩიკის გარეშე.
- დაბალი GWP: R32-ის გლობალური დათბობის პოტენციალი R410A-ის პოტენციალის მესამედია; ახალი თაობის კონდიციონერების სტანდარტული ფრეონი.
ტექნიკური მახასიათებლები და სამონტაჟო შენიშვნები
- მოდელი: Panasonic 9VD330XAB21 | მომწოდებლის კოდი: 10.183.0065 | სერია: V (როტორული)
- ტიპი: ჰერმეტული როტორული, DC ინვერტორული (დატჩიკის გარეშე, უჯაგრისო) | ფრეონი: R32
- სიმძლავრის კლასი: 3 HP | სიმძლავრე: 9.610 W / ≈32.800 BTU/h (P-JIS-A)
- მოხმარებული სიმძლავრე: 3.455 W | სამუშაო მოცულობა: 33,0 cm³/ბრ
- ბრუნის დიაპაზონი: 900-3.100 ბრ/წთ (ნომინალური საზომი ბრუნი 3.450 ბრ/წთ) | დრაივერის DC ძაბვა: 280 V
- ზეთი: FW50S, 1.300 cm³ ქარხნული შევსება | წმინდა წონა: 20,3 kg
- მიერთება: შეწოვის შიდა დიამეტრი 15,9 mm | დაჭირხნის შიდა დიამეტრი 9,7 mm (გარე დიამეტრი 12,7 mm)
- მონტაჟი: V სერიის 3 ფეხი, 3 × Ø19,1 mm ხვრელი, ხვრელების ცენტრების რადიუსი R88 mm, 120°-იანი ინტერვალით
- ფრეონის მაქს. დატვირთვა: 1.800 g
- 🔥 R32 სუსტად აალებადია (A2L კლასი). რჩილვამდე/შედუღებამდე სისტემა სრულად დაცალეთ და გაწმინდეთ აზოტით; გაანიავეთ სამუშაო ზონა, გამოიყენეთ R32-თან თავსებადი ტეჩეისკატელი. ნუ იმუშავებთ R410A-ის ჩვევით.
- ზეთის ტიპია FW50S — იმავე ოჯახის R410A მოდელები იყენებენ FV50S/FV68S-ს. დამატებისას არ აურიოთ ზეთის ტიპები.
- ეს ინვერტორული კომპრესორია, ქსელში პირდაპირ არ ერთდება. დრაივერის პლატის გარეშე არ მუშაობს; შეცვლისას დარწმუნდით, რომ დრაივერიც გამართულია.
- სისტემაში ფრეონის დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 1.800 g-ს — ეს მწარმოებლის ზღვარია.
- აუცილებელია ვერტიკალური მონტაჟი: როტორული კომპრესორები დახრილ მდგომარეობაში არ მუშაობენ; დაამაგრეთ ვერტიკალურად ანტივიბრაციული ბალიშებით.
Yukleniyor...